საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილს ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებ, რომ ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია.
„ეს არის ორი ძალიან ცნობილი, წესიერი და მთელ საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მათ ზუსტი დიაგნოზრი დაუსვეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ისინი სიამაყით იხსენებენ, რომ დამკვირვებლები იყვნენ 2012 წლის არჩევნებზე. იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები, როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ეს ხელისუფლება და შემდეგ, ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართოობაზე, რაც ახლა ხდება. ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტები არიან?! პრაქტიკულად, საქართველო კარგავს აშშ-ს მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ქართველი ხალხის გასაკეთებელია. ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამარჯვების და გამოხსნის საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.
შეგახსენებთ, კონგრესმენების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი სენატორებისგან მიიღო.