“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გაავრცელა და განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება საპროტესტო მუხტს განმუხტავდა ეხმაურება.
“მთელმა საზოგადოებამ ვიცოდით ივანიშვილის უტიფარ საქციელზე, როდესაც მათ მთელი ქვეყანა გადააგდეს. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ ეთერში აღიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი არჩილ თალაკვაძე. მან პირდაპირ თქვა, რომ კრიზისი გვქონდა, გვიჭირდა და ამიტომ საზოგადოებას პროპორციულს დავპირდით რომ მოგვეტყუებინა და მერე განვსაჯეთ, რომ არჩევნებს ვერ ვიგებდით, რადგან კოალიციას ჩვენთან ისეთები არ კრავდნენ, ვინც ხმებს მიიღებდა და ამიტომ გადაგაგდეთო. სწორედ ამიტომ აგებინებს ქართული საზოგადოება პასუხს ყველა ამ უტიფარ პოლიტიკოსს, ვინც ეს გაბედა,” – განაცხადა “ევროპული საქართველო – გიგა ბოკერიამ.