ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში კურატორად, რუსეთის მთავრობაში რუსეთის ვიცე-პრემიერი დაინიშნა

ოკუპირებულ აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ოკუპირებულ ყირიმთან და კალინინგრადთან, თანამშრომლობას კურირებას, რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი გაუწევს. ინფორმაციას რუსეთის მთავრობა, ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც აღნიშნულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ხუსნულინი გასცემს მითითებებს ფედერალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის შესახებ ყირიმსა და სევოსტოპოლში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ის კოორდინაციას გაუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ მარატ ხუსნულინი ბოლოს მოსკოვის მერის მოადგილე იყო და ქალაქმშენებლობის საკითხებს კურირებდა.

იტვირთბა....