საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლისას განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში ელჩად მუშაობა.
როგორც დეგნანი აღნიშნავს, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
“გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, აქ ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში აშშ-ის ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში. თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხში და რა თქმა უნდა, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ დაიცვას მისი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მე, მოუთმენლად ველი, საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობის, წარმატებისა და უსაფრთხოების მიზნებს”,-განაცხადა ელჩმა.