ჰონგ-კონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, იუენ იუნგმა განაცხადა.
იუნგის თქმით, ვაქცინის ტესტირებას დიდი დრო დასჭირდება.
„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა, მას დიდი დრო დასჭირდება ცხოველებზე გამოსაცდელად“, – განაცხადა იუენ იუნგმა, რომლის თქმითაც, ადამიანებზე ვაქცინის გამოსაცდელად, სულ მცირე, ერთი წელია საჭირო.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.