ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ” – მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას მიმართა და განუცხადა, რომ ისინი არც ადამიანები და რაც პოლიტიკოსები არიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ეს მიმართვა მუქარა არ არის. ის ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.

„დღეს ამ სახელმწიფოში არანაირი ინსტიტუცია არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო. მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, ეს ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მესამე წელია დუმს ცივი სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაამარცხოს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავისი ბინძური მექანიზმით მებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. დრო გვიჩვენებს, დრო იტყვის თავის სათქმელს ჩემთან ერთად. ნუთუ ყველას ერთად გაუწყდა შუბლის ძარღვი, როცა პროკურატურამ 2 წლის მერე გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ გამოძიება შეწყდა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მანვე პარლამენტში მისვლის მიზეზზეც ისაუბრა.

„შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გავცეთ პასუხი საზოგადოებას რაშია საქმე, გამეცით პასუხი. ხელისუფლებას ეს ხომ მოუწევს, რომ ამაზე პასუხი გამცეს, ესენი ხომ ყველა პასუხს აგებენ. ზუსტად ვიცოდი, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ, შეცდომა მოუვიდათ. ამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ და ამ შეცდომის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მე პირადად მეუბნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით ეს შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს. მე ამას მოგონილს არ ვამბობ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩემთვის ნათქვამს ვყვები. დღეს ეს სურათი დადგა, ვიცოდი სხვა არაფერი იქნებოდა, ამას მოველოდი. არც ერთ მათგანს, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, კამერის წინ დადგეს, ამას დაგანახებთ, მთელ ქვეყანას ამ გახრწნილ ხროვას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ყველა ერთნაირი კრინალია, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. ამას მოგმართავთ მე, ვახა ტერლოევი, მთელ სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ, მე თქვენ დედას გიტირებთ. ეს მუქარა არ არის. კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, პოლიტიკურად ვეუბნები, დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში,  თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა. დაპირიპირების დროს პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაცალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. 

როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილს სურს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

თბილისის პროკურატურამ გუშინ, 28 იანვარს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

იტვირთბა....