aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო” – რუსი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განცხადება გაავრცელა.

„საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თქვენს ქვეყანაში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია, თუმცა თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა არ დაგმეთ დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი.

ასე რომ, თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო, არა მარტო პოლიტიკური თავისუფლებების, რელიგიური წარმომადგენლების, ებრაელებისთვის, ეროვნული უმცირესობისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტებისთვისაც“,-განაცხადა კალაშნიკოვმა

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

იტვირთბა....