ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა დააშავა ამ ქვეყანამ, რომ იზორიასნაირი ადამიანები გვყავდეს ელჩად” – ჭიჭინაძე

ეკონომიკის მინისტრს ეკონომიკა მხოლოდ გაყიდვა ჰგონია – ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

“ოცნება ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა, რადგან მათ რეალობასთან შეხება არ უნდათ.

თუ ადრე ვამბობდი, რომ ოპოზიციას არცერთი საარჩევნო სისტემით არ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი, ასევე არ არსებობს სისტემა, რომელიც ახლა „ოცნებას“ გაუხანგრძლივებს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლება სისტემებით კი არ ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხალხის მხარდაჭერით.

ამიტიომ სჭირდება „ოცნებას“ ისეთი რეალური ლიდერი, ვინც არჩევნებზე გარკვეულ დივიდენტებს მოუტანს და არა ფსევდო პრემიერები, რადგან „პოსლეზე“ ხმის მიცემაზე უკვე ვეღარავის დაითანხმებენ.
ასე რომ, „ოცნება“ ილუზიაშია.

გახარია დიდი ხანია მხოლოდ სატელევიზიო პრემიერად დარჩა როგორც ბახტაძე, ეს უბრალოდ დროის ფაქტორია;

სოფლის მეურნეობისდ მინისტრმა, პრაქტიკულად ყველა პროგრამა დახურა;
ეკონომიკის მინისტრს ეკონომიკა მხოლოდ გაყიდვა ჰგონია

ფინანსთა სამინისტროში არა მარტო წინა მინისტრის დროს დაკარგული 700 მილიონი იპოვეს, დამატებითი 700 მილიონი დაიმატეს მოპარული დღგ-ეებით….

ან რა დააშავა ამ ქვეყანამ იმის ფასი, რომ იზორიასნაირი ადამიანები გვყავდეს ელჩად?

თუნდაც ბაქრაძისნაირი? მათი ადგილი საელჩოებში კი არა, სხვაგანაა და დარწმუნებული ვარ ისტორია მიუჩენს იმ ადგილებს, რასაც იმსახურებენ.

მოკლედ, ფაქტია „ოცნება“, აღარც ინსტიტუტებს სცემს პატივს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს და არც საღ აზრს ითვალისწინებს.

ყველა ჭორაობაზეა გადასული. მთავარია ვინ დაასწრებს ენის მიტანას ივანიშვილთან და ის არის მართალი. მათ გონიათ მსოფლიოც ასეა მოწყობილი. ამით კი ქვეყანა ზიანდება.“ – ნათქვამია დავით ჭიჭინაძის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესცენტრმა გაავრცელა.

იტვირთბა....