ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა. შემთხვევა დედაქალაქ პეკინთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა.

მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას ცდილობდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცია. მათივე ცნობით, მამაკაცი იტყუებოდა, რადგან მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

მამაკაცი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

ახალი კორონავირუსით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.  ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში, ჰონგ კონგში.

BBC-ის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ვირუსს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

იტვირთბა....