„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ”
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
აღნიშნული განცხადება მინისტრმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.