ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით?” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პოლიტიკურ ბარ „პარლამეტში” ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდში ახალ სახეებს მიესალმება.

“ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია, მაგრამ გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა აქ ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია, ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა, ლევან სანიკიძე. ლიდერების შემდგომ უნდა იყვნენ ახალგაზრდები, სრულიად ახალი ხალხი იქნება. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიყვება – თავდადებულებს. როცა შეგიძლია, რომ უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? – თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე. 20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ. გაბედე! აი, გაბედე მაგარი ტერმინია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  პოლიტიკურ ბარ „პარლამეტში” ახალგაზრდების ჯგუფთან “სკაიპით” ჩართვის დროს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და გუბაზ სანიკიძე გასული წლის 23 ნოემბერს ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.

იტვირთბა....