ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს” – დიმიტრი ხუნდაძე

ხელისუფლება ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ “ინტერპრესნიუს” განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გეგმაა, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა თანხმობაც ექნებათ, ეპიცენტრიდან გამოიყვანონ და საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოში ჩამოიყვანონ.

„ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. საკარანტინო რეჟიმი მუშაობს და არ არის მარტივად რომ ბილეთი ავუღოთ და წამოვიყვანოთ. ჩემი მიდგომა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ასეთია და რეკომენდაციებიც მაქვს გაცემული – მინიმუმ უნდა მოვახდინოთ მათი გაყვანა ეპიცენტრიდან, თუნდაც ჩინეთის ან მეზობელი ქვეყნის არეალში. თუ მოვახერხეთ აქ ჩამოყვანა, მათთანვე შეთანხმებით, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ საკარანტინო რეჟიმი და საინკუბაციო პერიოდი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ამ ერთობლიობაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საინკუბაციო პერიოდი ამოიწუროს და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყნიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე, უმჯობესი იქნება, თუკი ამის ორგანიზება მოხდება რომ ეპიცენტრს მოვაცილოთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

იტვირთბა....