ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ

ხარაგაულში, ჩინურ კომპანია „ჰუნანში“ დასაქმებულებს დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილზე აცხადებენ, რომ სამედიცინო კაბინეტში ყველა ადამიანის შემოწმება მიმდინარეობს და ამ დროისთვის საშიშროება არ არსებობს. ჩინურ სამშენებლო კომპანიაში 1000 ადამიანია დასაქმებული.

მათივე თქმით, ვირუსის ნიშნები არც ჩინეთიდან დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღესვე, ხარაგაულის მერს შეხვდნენ და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

იტვირთბა....