ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამმინისტროში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

“აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე” – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მათი განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

იტვირთბა....