ავღანეთში ღაზნის პროვინციაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ლაინერში 83 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
მედიის ინფორმაციით კატასტროფა მოძრაობა “თალიბანის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები და სპეციალური სამსახურები მივიდნენ.
კატასტროფის პირველად ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.