ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილის პროკურატურაში მორიგი სპექტაკლი იწყება“ – ოთარ კახიძე გენპროკურორის არჩევაზე

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება.

ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილის “მორიგ სპექტაკლს” უწოდებს.

“ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში, კანდიდატს ირჩევს პირადად ბიძინა ივანიშვილი. მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ.

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა საზოგადოების  კითხვებზე, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და ამ კითხვებსაც მასთან დავსვამ. პროკურატურა არის სადამსჯელო ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

საპროლურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო.

საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი მბრალდებლის სტატუსისთვის ორ კანდიდატს, ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელაიას გაესაუბრება.

კანდიდატების მოსმენა მთავარ პორკურატურასთან აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიაში ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ყოფნას აპროტესტებენ.

იტვირთბა....