საპროლურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო.
საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი მბრალდებლის სტატუსისთვის ორ კანდიდატს, ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელაიას გაესაუბრება.
კანდიდატების მოსმენა მთავარ პორკურატურასთან აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიაში ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ყოფნას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცოს, რომელიც ხელისუფლების მარიონეტი იქნება.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცოს. მისი შეფასებით, შოთაძე იქნება მარიონეტი ხელისუფლების ხელში|,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
კანდიდატებთან გასაუბრება ინდივილუალურად ჩატარდება და პროცესი საჯარო იქნება. სულ წარდგენილი 17 პირიდან ამ დროისთვის 16 მსურველია, რადგან ერთმა კანდიდატურა ყოფილი გენერალური პროკურატორის, ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.