“არავის ისე არ ჰგავს ეს ხელისუფლება, როგორც შევარდნაძის ბოლო წლებს და ასლან აბაშიძის ვითარებას იმიტომ, რომ დაკარგეს მათ შანსი რამე ტიპის დიალოგისა უცხოეთთან. ამბობენ, რომ კი გამოაგზავნა კონგრესმა წერილი, მაგრამ ჩვენც გავუგზავნით და ისინი გარკვევიან. ბიძინა დაწერს წერილს, დაწერს წიგნს ნიცშეზე, ფოლოსოფიურ წიგნს დაწერს და ბერას სტროფებს ჩაურთავენ და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში წაიკითხავენ და იტყვიან – ხალხო, ეს როგორ შეგვეშალა. კონგრესმენებს დაიბარებენ(ჰგონიათ ამათ, რომ ასე ხდება იქაც – დაბარება). ვერ ხედავენ და რომ ვერ ხედავენ აქედან მე ვაკეთებ დასკვნას -საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა. ის უკვე არ არსებობს. მისი რეანიმირება შეუძლებელია. კონგრესმენები რეალურად მკვდარს ელაპარაკებიან”
ლევან ბერძენიშვილი
“გიორგი თარგამაძის ფორმულა”
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილი გამოუგზავნეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სახელზე წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან.