“4 თებერვალს იქნება პირველი პიკეტირება, არა ბლოკირება, არამედ პიკეტირება. ასე დავიწყებთ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება – ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ პროტესტს – მწვავეს, მაგრამ მშვიდობიანს. თუ ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს დღევანდელი სისტემით, ჩვენ ამისთვისაც ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც საზოგადოებას უნდა, ის მოხდეს, მაგრამ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით, რომ დავამარცხოთ ხელისუფლება და მერე გადავიდეთ სრულფასოვან პროპორციულ სისტემაზე”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“გიორგი თარგამაძის ფორმულა”
აღნიშნული განცხადება ბოკერიამ საარჩევნო სისტემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დასხდნენ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.