“ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ამერიკის ხელისუფლებას ვუთხრათ – გაიტანეთ “ენდიაი” და “აიარაი” საქართველოდან და დაამთავრეთ ეს ტყუილი. არიან კრამერების ჯგუფი – ბრაიზა, თორნტონი, სხვები… რომლებიც საქართველოში წლების მანძილზე ატარებენ ექსპერიმენტს ბოკერიასა და სააკაშვილის სასარგებლოდ”
ირმა ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, დღეს თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსის” აქცია გაიმართა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.