“მმართველი პარტიის წარმომადგენლების კომენტარები არის ძალიან არასერიოზული და არაკომპეტენტური. აშშ არის უდიდესი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საელჩო და ინფორმაციების გადამოწმების ყველა მექანიზმი არსებობს. ეს არის უკვე განწყობა, სურათი, რომელიც, სამწუხაროდ, ნეგატიურად შემოატრიალა “ქართულმა ოცნებამ”. რამდენადაც კარგად ვიცი, როგორ კეთდება ეს კომენტარები, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კომენტარებს ოხანაშვილი ან ვინმე სხვა დამოუკიდებლად აკეთებდეს”
ეკა ბესელია, პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან.