ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, მაშველებმა მდინარე ლაჯანურიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ახალგაზრდა, რომელის ცხედარიც მაშველებმა იპოვეს, სხვა ორ მამაკაცთან ერთად ლაჯანურჰესის არხში სამი დღის წინ ავტომანქანით გადავარდა. შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა.
ავტომანქანაში მყოფთაგან ერთის ცხედარი მდინარიდან იმავე საღამოს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი ორი დღის წინ ამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.