“ნამდვილად კარანტინია გამოცხადებული უჰანში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბსოლუტურად გაჩერებულია. ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ჯგუფში, შეიძლება კარანტინი ერთ თვეს გაგრძელდეს. სახლიდან გასვლის საშუალება არის, მაგრამ მკაცრი რეკომენდაციებია, რომ სახლი არ დავტოვოთ. ჩინური მხარე დეზინფექციას უტარებს ქალაქს”
ნინო დავლიანიძე, უჰანში მცხოვრები ქართველი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.