ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. მისი თქმით, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში.

რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამიტომ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად. როგორც კი ეს მითითება გვექნება, მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს, რაც ასეთ შემთხვევაში მოქმედებს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.

 

 

იტვირთბა....