aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ, სენატიდან მიღებული წერილის გასასაჯაროებლად, მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, აღნიშნული წერილი გამოაქვეყნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამას თვითონ გააკეთებენ.

“მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში აშშ-ის სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში. თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, ჩვენ გავასაჯაროებთ ამ კომუნიკაციასაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.

იტვირთბა....