ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა წარიმართოს” – გიორგი კონდახიშვილი

თბილისის საკრებულს წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ხაბეიშვილის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით წარმართვას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე, ის აღნიშნავს, რომ თავდასხმის მოტივი პროვოცირებული იყო.

“ფაქტობრივად, აქ გამოსაძიებელი არც არაფერია. მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე. კადრებიდან ცალსახად ჩანს, რომ მოტივი პროვოცირებული იყო. აქ, მთავარია ერთი რამ – ვნახოთ, რამდენად ოპერატიულად იმოქმედებს საგამოძიებო სამსახური. დიდი იმედი გვაქვს, რომ პირიქით არ მოხდება, მაგალითად, როცა გიგი უგულავას პროვიცირება მოხდა მოჭიდავეების მიერ და უგულავას წაუყენეს ბრალი ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქამდე არ მივა, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს იქეთ არ დასდებენ ბრალს სხვა პირებზე ძალადობსა და პროვოცირებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საჭიროა ჩატარდეს ექსპერტიზა ვინაიდან ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს არამხოლოდ სახის, არამედ ტანის არეშიც და აღენიშნება გარკვეული ტკივილები.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე როგორც იურისტს, რომ აქ, ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ჯგუფური ძალადობის მუხლით. ასევე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა დაგეს რამდენად აქვთ მორალური, თუ სამართლებრივი უფლება ამ ადამიანებს დარჩნენ თბილისის საკრებულოში, ამაზეც ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ დღეს ხაბეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

იტვირთბა....