ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ 33 წლის მწყემსმა, 48 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასრისწყალში,  საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

33 წლის მამაკაცი, რომელიც ინციდენტშია ბრალდებული სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....