“ეს არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა ლევან ხაბეიშვილზე – ადამიანზე, რომელიც ლამის დღე არ გავა, რომ ფაქტებით არ გვაჩვენებდეს, როგორ იპარავს კალაძე და მისი მთელი შანტრაბა თბილისის ბიუჯეტიდან ფულს… მინდა ლევანს ვუთხრა, რომ ძალიან მაგარი, ღირსეული პასუხი გასცა, რომ მიუხედავად ნერვებისა, ძალიან მაგრად დაუდგა იქაც და ძალიან ღირსეულად თქვა, რომ არ დავიწყებ ფიზიკურ ანგარიშსწორებებში შესვლასო. ეს არის ამ ჯიბგირების და ამ თახსირების საქმე”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
“მთავარი არხი”
აღნიშნული განცხადებით ვაშაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.