“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სცემეს, მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
დეკანოიძე ექსპერტიზის ჩატარებასა და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
“ჩვენ მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მას ექსპერტიზა, დადგინდეს მისი დაზიანებების სერიოზულობა; აღიძრას სისხლის სამართლის საქმე; გადაეცეს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება ხაბეიშვილს”, – განაცხად ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.