“კაი ხანია იზორიას ძმა თავხედობს-ხან “ნარუშილოვკებით”დარბის,ხანაც ბარიგობს !
ახლა გაირკვა რომ პოლიციელებს თურმე ფორმასაც ხდის !
გაპრავება დაიწყო ჯერ,თუ არა ?!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ პოლიციელი გიორგი დვალიშვილი პროკურატურაში ეძებს სამართალს. როგორც ის ყვება, მაშინ, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო, სამართალდარღვევის გამო მან დააკავა მისი ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს “მთავარზე”, რომელშიც ყველაფერი დეტალებშია აღწერილი.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ის დააქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ, კადრების განყოფილებას გადასცეს.