ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეისწავლეთ ივანიშვილის დისერტაცია, ჩამოერთვას მას აკადემიური ხარისხი” – “თავისუფლების ინსტიტუტმა” განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მიმართა

“თავისუფლების ინსტიტუტი” ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. მათ უკვე მიმართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელსაც, როგორც თავად ამბობენ, ყველა მტკიცებულება გადასცეს. მტკიცებულებების მიხედვით, ორგანიზაციის მესვეურები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს, უფრო მეტიც ის შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

როგორც ისინი ამბობენ, არსებობს დასკვნა, რომ შინაარსობრივად ნაშრომი მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს. “დისერტაციაში არის სერიოზული ხარვეზი, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო ნაშრომებზე, არ არის დამოწმება წყაროების,”- აცხადებს “თავისუფლების ინსტიტუტი”.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებით, მათ აქვთ ასევე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს.

მათი თქმით, არის ნიშნები, რომ შინაარსობრივად ივანიშვილის დისერტაცია ძალიან ჰგავს ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას.

“მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,” – აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

იტვირთბა....