აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც, სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს 10 და შუახევის შვიდ სკოლაში.
ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში – ერთი
მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს. როგორც ადგილობრივ მერიაში განაცხადეს, საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, -აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექინი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.