ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შტორმი, თოვლი და ქარბუქი – სინოპტიკოსები უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აანონსებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო მომვალი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელბს.

“23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....