ცაგერში, სოფელ ჩხუტელში, სავარაუდოდ დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი, ცხენისწყლის არხში გადავარდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა. ისინი წყლის დინებამ ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.
როგორც ირკვევა ავტომობილში, ორი ახალგაზრდა და ერთი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები იმყოფებიან.