aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ილია მეორეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა” – ექიმი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, კლინიკა „მედონას“ ნეიროქირურგმა, გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ნეიროქირურგი გიორგი ვალიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს არა გეგმური გამოკვლევა, არამედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა წელის არეში, თუმცა საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

„დასვენების დროს პატრიარქი წელის ტკივილმა შეაწუხა, მოვინახულე და შევთავაზე გადაგვეღო ტომოგრაფია. წელის ტკივილი ასაკობრივიც არის, მას დიდხანს უწევს დგომა თუნდაც წირვის დროს და აწუხებს წელის ტკივილი. ტომოგრაფიის შედეგის მიხედვით, საგანგაშო არაფერია, პატრიარქი კარგად არის“, – განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერთ-ერთ კლინიკაში, გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

იტვირთბა....