“ქართული ოცნება” გადადგამს ნაბიჯს უკან – უფსკრულში ვარდება, წინ გადადგამს ნაბიჯს – უფსკრულში ვარდება. მათ სხვა არჩევანი არ დაიტოვეს. დღეს რომ მათ უკან დაიხიონ, თავიანთ მომხრეებში კარგავენ სახეს… “ჩვენ უმრავლესობაზე ვზრუნავთ, ჩვენ პარტია გადავარჩინეთ, დავღუპეთ რა, სახელმწიფო” – ეს იყო მათი პირველი განცხადება, როცა დაიწყეს თავის მართლება 14 ნოემბრის შემდეგ. დღეს ახლა, თავს გვახვევენ დემაგოგიას, რომ თითქოსდა სახელმწიფოზე ზრუნავენ, არადა ყველა ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, მათი ნებისმიერი უკანგადადგმული ნაბიჯი აძლიერებს ოპოზიციასა და მათ მომხრეებს და ასუსტებს თავიანთ მომხრეებს – მორჩა, ისინი უკან არ დაიხევენ. ამიტომ, წინ უფსკრულისკენ მიდიან”
პაატა ზაქარეიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი
“ტვ პირველი”