ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შორენა საპატრიარქოში ჯვრის სიმბოლოზე უპირატესია…” – მამა ანდრია სარია

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ანდირია სარიას, მღვდელმსახურება აეკრძალა. თავად მამა ანდრია ამ გადაწყვეტილოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, საპატრიარქოში ბოლო გაფრთხილების შემდეგ შორენასთან სამჯერ შეხვედრამ დაარწმუნა, რომ ეს ქალი იქ მყოფ ყველა კაცს ჯობია.

“მღვდელმონაზონ ანდრიას ვინმე დაიცავს თუ არ დაიცავს, ამაზე არ გადის დღევანდელობა. აქ საუბარია, საზოგადოებას, მრევლს რამდენად ესმის ის დაუნდობლობა და უსამართლობა რაზეც წლებია ვსაუბრობთ. საპატრიარქოში ბოლო გაფრთხილების შემდეგ შორენასთან სამჯერ შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ეს ქალი იქ მყოფ ყველა კაცს ჯობია: ჭკუაში, აფერისტობაში, ავანტიურაში, დიალოგის რეჟიმში, ,,სათნოებაში”, სიყვარულის მტკიცებასა და ყავის ჭიქის ჩახედვაში. კარგი მკითხავები არიან, რომელთაც ღმერთზე მეტად ეშმაკების სჯერათ. ეს ქალი არის საპატრიარქოში ჯვრის სიმბოლოზე უპირატესი და მამათმავლების და დედათმავლების შემნახველი ,,კასირი”. იცავს საპატრიარქოს უმცირესობას მრევლისგან. ხვალ ვაპირებ კანონიკურად პასუხის გაცემას და ამავე დროს ველოდები შეთვლილ წინადადებაზე ქრისტიანულ პასუხს, თავად პირველიერარქისგან მოვისმინო რატომ აწერს ხელს ასეთ ღრმა ასაკში ამხელა უსამართლობებს. ღმერთი სიყვარულში, სიმშვიდესა და სამართლიანობაშია… დღეები წინაა” – წერს მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აუკრძალა. გადაწყვეტილება საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ იქნა მიღებული.

იტვირთბა....