“კორონავირუსი პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებში, პორტებში…”
სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი
ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისში
შეგახსენებთ, ახალი ტიპის ვირუსმა, ჩინეთის ქალაქ უხანში 9 ადამიანი იმსხვერპლა. ერთი ადამიანია დაღუპული აშშ-შიც, რაც უკვე დადასტურდა. ქალაქ უხანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მუშაობა ადგილობრივმა მთავრობამ შეაჩერა.