ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

The Economist Intelligence Unit-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა

ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ The Economist Intelligence Unit-მა 2019 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა.

კვლების მიხედვით, საქართველო 165 ქვეყანას შორის, 2018 წლის მსგავსად ისევ 89-ე ადგილს იკავებს, თუმცა შეფასება 0.08 ქულით გაუარესებულია. საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია. ეს მაჩვენებელი 2018 წელს 5.50 იყო.

საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთს აქვს და ის 86-ე ადგილზეა. 110-ე ადგილზეა თურქეთი, ისინი საქართველოს მსგავსად ჰიბრიდულ რეჟიმად არიან მოხსენიებული. 147-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 134-ე ადგილზე რუსეთი. ეს ორი ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია.

დემოკრატიის ინდექსის პირველ ხუთეულშია ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი.

ბოლო ხუთეულში კი ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა.

იტვირთბა....