მთავარი ციტატა

“პროპორციული არჩევნები იყო საერთო მონაპოვარი” – ბოკუჩავა

“პროპორციული არჩევნები იყო საერთო მონაპოვარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევის, მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღო. ახლა, ის ერთობა, რაც შეიქმნა ოპოზიციაში, არის მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მაინც დავათმობინოთ ის, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა – ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების ცვლილებას, რაც ნორმალურ ქვეყნებში მოცემულობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის გვიწევს ასე განგრძობადად ბრძოლა”

თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, გუშინ, გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები მან და კონკრეტულად “ნაციოლანიურმა მოძრაობამ”, “დაადებინა” ხელისუფლებას.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამხმოვანებელი.

საკითხს ასევე გამოეხმაურა მოძრაობა „სირცხვილიასწარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილიც.

იტვირთბა....