პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამერიკელი კონგრესმენებისგან საქართველოსთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა და აღნისნა, რომ ამით ქვეყანამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო.
ჩუგოშვილის თქმით, „მთავრობის წარმომადგენლებმა, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ, მეტი წინააღმდეგობა გამოიწვიეს კონგრესის წევრებში”.
„პრობლემა არა ინფორმაციის ნაკლებობაშია, არამედ იმაში, რასაც ჩვენ ვამბობდით გასული წლის ნოემბერში, რომ ქვეყნა იწყებდა პროცესებს, რომლიდანაც ფაქტობრივად ვეღარ გამოვიდოდა.
როგორც მინიმუმ, ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა. მაგრამ გარდა ამისა, რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს ყველას ერთად, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ტვიტერზე მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კრიტიკას ეძღვნება. ოთხმა კონგრესმენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.