რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ტვიტერზე მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კრიტიკას ეძღვნება.
ოთხმა კონგრესმენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.
„დღეს ადამ კინზინგერმა, გარი კონოლმა, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკოლმა საქართველოს პრემიერ მინისტრს გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც გამოვთქვით ჩვენი წუხილი პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციების გამო, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე“ ,- ამის შესახებ TWITTER – ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.