ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბერა, კითხვები მაქვს, 6 წელი გესმის რამდენია, რისი გულისთვის?” – ზურა ჯაფარიძე ბერას მიმართავს

მართლა ბოლომდე მამაშენის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე გადის შენი საჯარო აქტივობის ფორმაც და შინაარსიც – ასე მიმართავს ბიძინა ივანიშვილის შვილს, მომღერალ ბერა ივანიშვილს, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

“ბერა, კითხვები მაქვს

იმედი არ მაქვს რომ მიპასუხებ, მაგრამ ამ მოცემულობაში სრული განცდა მაქვს რომ ყველაფერი უნდა ვცადო.

30 იანვარს, ზესტაფონში სასამართლო აქვს ჭითურის რაიონის სოფელ ქვაციხეში მცხოვრებ ადამიანს (40 კილომეტრში ჭორვილადან), რომელსაც სახლში შეუვარდა პოლიცია და კანაფის ძირები უპოვა.

ძალიან მაღალი ალბათობით მინიმუმ 6 წლიანი ციხე ემუქრება

ორი დღის წინ, ჩემ თვალწინ, იგივე მოსამართლემ, იგივე მუხლით დაუფიქრებლად გაუშვა სხვა ადამიანი 6 წლით ციხეში

6 წელი! 6 წელი გესმის რამდენია? რისი გულისთვის? აი მართლა რისი გულისთვის? მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალურია.

მცენარისთვის, რომელსაც მოიხმარდა და მოიხმარს ასობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში

მცენარისთვის რომელსაც ზრდის ათასობით თუ არა ათობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში

მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალური ხდება პრაქტიკულად მთელ განვითარებულ სამყაროში

ამ ადამიანს (არც სხვებს) ხომ არავისთვის არაფერი დაუშავებია! არასდროს!

არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ მას რაიმე ზიანი მიადგა ამ ადამიანის ქმედებისგან!

ხომ იცი რომ ეს ყველაფერი მართლა ასეა?

გულის სიღრმეში ხომ ზუსტად იცი რომ ერთ სიტყვასაც არ ვიტყუები

მაშინ შეგიძლია ახსნა:

რატომ არ იღებ ხმას? არ გჯერა რომ ეს სიმართლეა? აბა შენი სიმართლე რა არის? აბა ‘ლეგალაიზ’ რომ გამოუშვი, ეგ რას ნიშნავდა? რისი თქმა გინდოდა?

გჯერა, მაგრამ შენთვის მოსულა ასეთი ნაბიჭვრობა ხდებოდეს ქვეყანაში რომელზეც ამბობ რომ გიყვარს?

გჯერა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია? ეგ გინდა რომ დავიჯეროთ?

გჯერა, მაგრამ თუ პოლიტიკური პრობლემა არ შეიქმნა (როგორც ბირჟა მაფიას შემთხვევაში), გკიდია ხმის ამოღება?

მართლა ბოლომდე მამაშენის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე გადის შენი საჯარო აქტივობის ფორმაც და შინაარსიც?

ეგაა სულ შენი ცხოვრება?

წარმოიდგინე რომ ახლა გაგაქრონ და 6 წლის შემდეგ დაგაბრუნონ უკვე 7 წლის შვილთან

ერთი წამით მართლა წარმოიდგინე” – წერს პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ  ზესტაფონის სასამართლომ კანაფის კულტივაციისთვის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....