პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩლიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ტერიტორიის შემოღობვას ეხმიანება და როგორც არნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობამ მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატოს.
მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მისი პროტესტი არ შეწყდება.
“გუშინ, როგორც კი პარლამენტის ტერიტორიაზე დამინახეს, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილ
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები 31 დეკემბერს აიღო. დღეს კი სარეაბილიტაციო სამუსაოების მოტივით პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მიმდინარე ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობა.