მთავარი ციტატა

“ვცდილობ ევროპარლამენტარების დარწმუნებას, რომ აუცილებელია, საქართველოში არსებული პარტიები მოლაპარაკების ადგილას დასხდნენ”

“გუშინ, ძალიან საინტერესო მოსმენა იყო. ძალიან მარტივია იყო დამაჯერებელი, როდესაც საუბრობ სიმართლეს. მე გამოვედი და ვისაუბრე სრული სიმართლე. არავის გადარწმუნებას არ ვცდილობ… დარჩენილ ორ-სამ დღეს ვიყენებთ იმისთვის, რომ გვქონდეს შეხვედრები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ადგილობრივი პარტიის წარმომადგენელთან, რომ ვისაუბრო იმაზე, რაზეც მათ ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. მე არ ვსაუბრებ მხოლოდ ჩემს კონკრეტულ პოზიციაზე ან პარტიის პოზიციაზე, მე ვისაუბრებ არგუმენტირებულ ფაქტებზე… მე ვცდილობ ევროპარლამენტარების დარწმუნებას იმაში, რომ აუცილებელია, დასხდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების ადგილას და მიღებული იქნას კონსენსუსი იმაზე, თუ როგორ ჩატარდება შემდგომი არჩევნები”

კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე სპიკერი

აღნიშნული განცხადება კუჭავამ “ტვ პირველის” ეთერში, გუშინ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლების  მისამართით გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსნებთ, ბრიუსელში გუშინ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოს საკითხზე ისაუბრეს.

“გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ”, – ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა, მარკ გალერიმ კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მიმართა.

ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა კი, ქართულ დელეგაციას უთხრა  – “შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“

 

იტვირთბა....