“თეა წულუკიანმა მისთვის ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა, ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემიდან, რაზეც საუბრობს თავის ანგარიშში სახალხო დამცველი… სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სხვადასხვა დაწესებულებებში სისტემურად, მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებაზე. პირველ რიგში, აქ დგას იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეგონა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ეყოფოდა თეა წულუკიანს, მაგრამ როგორც ჩანს, მას საპასუხო ბევრად მეტ საკითხებზე აქვს. სარკასტული შენიშვნებით ამ საკითხებს ვერ დაუძვრება“
ანა დოლიძე – იურისტი
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.
მოხსენების წარდგენისას, იუსტიციის მინისტრმა და ომბუდსმენმა არაერთხელ იკამათეს.
წულუკიანმა აღნიშნულ სხდომაზე ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ, ვიდეო გაასაჯაროა.