ახალი ამბები მთავარი სამართალი

აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გამოსაძიებლად 34 საქმე გაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს 78 ანგარიში გამოაქვეყნა და მათგან 34 ანგარიშის მასალები გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

გაგაცნობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების ნაწილს, რომლებიც უწყებამ შემდგომი რეაგირების მიზნით პროკურატურში გამოსაძიებლად გაუგზავნა.

  1. ძალოვანი უწყებების უნიფორმით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი.
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის მასალები.
  3. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი;
  4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე აუდიტი
  5. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;
  6. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;

ასევე, პროკურატურაშია გადაგზავნილი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი, მათ შორის, ონის, ხობის, ლენტეხის, წალენჯიხის, საგარეჯოს, კასპის, საჩხერის, სენაკის, სამტრედიის, ჩოხატაურის, ცაგერის, ფოთის, მარნეულის, გორის, ხელვაჩაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების.

ცნობისთვის,  სახელმწიფო აუდიტის სამსახური  ვალდებულია, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის შემცველი მასალების გადაცემის შემდეგ მიიღებენ.

 

იტვირთბა....