„გუშინ რაც ჩაიდინა წულუკიანმა, არის დანაშაული. ნორმალურ ქვეყანაში იუსტიციის მინისტრი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, სადაც კანონი აღარ კანონობს და სადაც ქურდული სამყარო მართავს ციხეებს და ეს უნდათ გადაფარონ ასეთი კანონდარღვევებით და ვიდეოების გასაჯაროებით, რაც გუშინ მოხდა… 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, ამ კონკრეტულ ფაქტზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. წულუკიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და უცხოელი მოსამართლეების მიერ შემდგარი სასამართლო, დარწმუნებული ვარ, მიუსჯის კონკრეტულ სასჯელს“
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.
მოხსენების წარდგენისას, იუსტიციის მინისტრმა და ომბუდსმენმა არაერთხელ იკამათეს.
წულუკიანმა აღნიშნულ სხდომაზე ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ, ვიდეო გაასაჯაროა.