ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან” – სამადაშვილი კონგრესმენების წერილზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ ახალ კრიტიკულ გზავნილს ეხმიანება და აცხადებს, რომ  დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მთავრი ამოცანაა, მომდევნო არჩევნებზე ჩამოიცილონ “ქართული ოცნება”, როგორც არსებული დაბრკოლება.

“როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე. დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანაა, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ტვიტერზე მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კრიტიკას ეძღვნება. ოთხმა კონგრესმენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

იტვირთბა....