“მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომლებიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირების ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ”
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ზალკალიანი აღნიშნული განცხადებით კონგრესმენების მიერ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.